იტალიაში საქართველოს 24 წლის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული ქალი საავადმყოფოში ათი დღე დარჩება

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. იტალიურმა პოლიციამ ნეაპოლში საქართველოს 24 წლის მოქალაქე მეგობარ ქალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

ხუთმა ქართველმა იტალიელი მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა: დამნაშავეები დააკავეს>>>

კარაბინერებმა მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქუჩაში ქალს სასტიკად სცემდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ათი დღის განმავლობაში დარჩება.

ქალმა უკვე დაწერა საჩივარი, რომლის თანახმად, დაკავებული მას ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა და მოკვლითაც ემუქრებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მსხვერპლს პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს.

აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლოს იტალიის პოლიციამ საქართველოს 31 წლის მოქალაქეც დააკავა ყოფილი მეგობარი გოგოს ცემის ბრალდებით.

ყველა ახალი ამბავი
0