Rustavi2-ის წილის მფლობელი დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილი გახდა

გამოწერა
ქართული ოპოზიციური ტელევიზიის წილის მფლობელი, რომლის საქმესაც სტრასბურგის სასამართლო იხილავს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ნიკოლოზ ნაყოფია გახდა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ნიკოლოზ ნაყოფია შპს „ტელეკომპანია საქართველოს" 50%-იანი წილის მფლობელი გახდა, რომელიც, თავის მხრივ, ოპოზიციური ტელეკომპანია Rustavi2-ის 51%-იან წილს ფლობს.

შესაბამისი დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

„რუსთავი 2“-ის საქმე: ევროპის სასამართლოს კითხვები გაუჩნდა>>>

ძმებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა „ტელეკომპანია საქართველოში" 25-25%-იანი წილები შეინარჩუნეს.

რაც შეეხება Rustavi2-ის დანარჩენ 49%-ს, ტელეკომპანიის 22%-იანი წილი ლევან ყარამანიშვილს, 18% - გიორგი ყარამანიშვილს, 9% კი ნინო ნიჟარაძეს ეკუთვნის.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ევროსასამართლომ Rustavi2-ზე გადაწყვეტილება პოლიტიკოსების ზეგავლენით მიიღო

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ნიკოლოზ ნაყოფია საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის კობა ნაყოფიას შვილია.

ტელეკომპანია Rustavi2 ორ წელზე მეტია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია ტელეკომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავის გამო. ტელეკომპანიაზე საკუთარი უფლებების შესახებ ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. 2015 წლის აგვისტოში ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომელმაც იმავე წლის ნოემბერში ტელეკომპანიის ხალვაშისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო 2016 წლის ივნისში თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც ორი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმად, ტელეკომპანია მთლიანად ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" უნდა გადასცემოდა. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც ტელეკომპანიის იურისტებმა მიმართეს, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად არის განწყობილი და მისი არხის სარედაქციო პოლიტიკა პროდასავლური ხასიათისაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0