ძლიერმა წვიმამ ნინოწმინდაში ქუჩები დატბორა

გამოწერა
სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელში მარცვლეული კულტურებისა და კარტოფილის ნათესები დაზიანდა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ნინოწმინდაში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ქუჩები დაიტბორა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის  ალექსანდრე მელიქიძის განცხადებით, ძლიერი წვიმა და სეტყვა ქალაქში თითქმის 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

სტიქიამ ზარალი მიაყენა მუნიციპალიტეტის სოფლებსაც. ალექსანდრე მელიქიძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელში მარცვლეული კულტურებისა და კარტოფილის ნათესები დაზიანდა.


ყველა ახალი ამბავი
0