მარი არღუთაშვილი: მსახიობობა ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა
„ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე. 14 წლის ასაკში აღმოვჩნდი გორის თეატრის ახალგაზრდულ სტუდიაში, სადაც ვთამაშობდი სპექტაკლებში, ოღონდ, რა თქმა უნდა, ვიყავი არაპროფესიონალი მსახიობი და მიწევდა მასიურ სცენებში მონაწილეობა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო“, – იხსენებს მარი არღუთაშვილი.
მსახიობის განცხადებით, ძალიან ბევრ სპექტაკლში აქვს ნათამაშები, თუმცა მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, შთამბეჭდავი და საპასუხისმგებლო პირველი სპექტაკლი „ჰაკი აძბა“ იყო. პირველი წარმატება მარის სპექტაკლმა „მუსუსმა“ მოუტანა. ამ სპექტაკლში განსახიერებული როლისთვის 2015 წელს საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის ჯილდო მიიღო.
