თბილისის მერია ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

გამოწერა
პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარი გამოიყოფა.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე – გეგეშიძის ბაღიდან კეკელიძის ქუჩამდე – სარემონტო სამუშაოების დაწყება დააანონსა.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე ტროტუარების, ბორდიურების, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელების მოწყობა. ასევე დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე განათება“, – განაცხადა კალაძემ.

პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარი გამოიყოფა.

ყველა ახალი ამბავი
0