ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის მესამე რაუნდში ითამაშებს

გამოწერა
მერვედფინალში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელ გვიდო პელიას შეხვდება.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად „დიდი სლემის“ US Open-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირის მესამე რაუნდში ითამაშებს.

მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხ პარტიაში ამერიკელ ჯეკ სოკს სძლია (4:6, 6:3, 6:2, 7:6). მატჩი დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა. 

US Open-ის მეორე რაუნდში გამარჯვების წყალობით ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 140 ათასი დოლარი გამოიმუშავა. 

აღსანიშნავია, რომ აქამდე US Open „დიდი სლემის“ ერთადერთი ტურნირი იყო, სადაც ბასილაშვილს მესამე რაუნდში არ ჰქონდა ნათამაშევი. ეს ბოლო გამარჯვება კი ნიშნავს, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 10 სექტემბერს გამოქვეყნდება, ქართველი ჩოგბურთელი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საკუთარ პოზიციებს.

აშშ-ის ღია ჩემპიონატის 1/8–ში გასასვლელად ბასილაშვილი არგენტინელ გვიდო პელიას შეხვდება, რომელმაც სამ სეტში იტალიელი პაოლო ლორენცი დაამარცხა (7:5, 6:0, 6:2).

US Open 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 25,3 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მოქმედი ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალია.

ყველა ახალი ამბავი
0