სამხედროზე თავდასხმაში ბრალდებული ყოფილი პროკურორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაკანი
საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გივი შენგელია საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ბიძაშვილია.

თბილისი, 30 აგვისტო  — Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პროკურორი გივი შენგელია, რომელსაც წყალტუბოში სამხედრო მოსამსახურეზე  ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად, 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ნათქვამია სასამართლოს Facebook–გვერდზე. 

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
ინციდენტი წყალტუბოში: პროკურორმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სცემა

მამაკაცებს შორის კამათი 24 აგვისტოს მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც პროკურორმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

„შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთისა და მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გ.შ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებულს, გირაოს — 5 ათასი  ლარის გადახდის ვადად, 30 კალენდარული დღე განესაზღვრა.

შენგელია საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრ მიხეილ ჯანელიძის  ბიძაშვილია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0