რა საკითხებს განიხილავს საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანში

© AFP 2024 / GIUSEPPE CACACE ბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაქოში რიგ შეხვედრებს გამართავს.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.

საქართველოს მთავრობის მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში 30 აგვისტოს შედგება.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც ისტორიული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ.

ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო
ზურაბ პატარაძე დიპლომატიურ სამსახურს დაუბრუნდა

„ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე იმ ინიციატივებს, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავზარდოთ. ეს კი საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მთავარ მიზანზე — რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა მის აზერბაიჯანელ კოლეგა ნოვრუზ მამედოვთან და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კუთხით. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია — მიმდინარე წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 882 მილიონ დოლარი შეადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0