გამოვლინდნენ "აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავის" გამარჯვებულები

გამოწერა

"აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავის" გამარჯვებულები გახდნენ ქართველი, აზერბაიჯანელი და ყაზახი შემსრულებლები. იხილეთ აბრეშუმის გზის ქვეყნების წარომადგენელთა გამოსვლების კადრები.

საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი "აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი" 26-28 აგვისტოს ბათუმში გაიმართა. სამი ტურის შეჯამებით გამოვლინდა სამი აბსოლუტური ლიდერი — სალომე მირიანაშვილი, მირას ჟუგუნუსოვი ყაზახეთიდან და ემილია იაგუბოვა აზერბაიჯანიდან. ყველა მათგანმა 285 ქულა მიიღო სამი ტურის ჯამში. ჟიურის წევრებმა მათგან გამარჯვებულის შერჩევა ლოტოტრონის საშუალებით გადაწყვიტეს და კონკურსის გამარჯვებული ამგვარად გახდა ემილია იაგუბოვა.

ყველა ახალი ამბავი
0