ზაზა ფაჩულიას ბუღალტერმა სპორტსმენის კუთვნილი მილიონამდე დოლარი მიითვისა

გამოწერა
ბუღალტერი უსოუ ქართველი კალათბურთელის თანხას წლების განმავლობაში უკანონოდ ითვისებდა.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და NBA-ს ორგზის ჩემპიონის ზაზა ფაჩულიას ამერიკელმა ბუღალტერმა სპორტსმენის კუთვნილი მილიონამდე აშშ დოლარი მიისაკუთრა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აღნიშნულ ფაქტზე აშშ–ში 62 წლის რენდი უსოუს, რომელმაც ქართველი კალათბურთელისა და მისი მეუღლის 800 ათას აშშ დოლარზე მეტი მიითვისა, ბრალდება უკვე წაუყენეს. 

ზაზა ფაჩულიას და კლაი ტომპსონს გამარჯვების თასი უკავიათ - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულია ზედიზედ მეორედ NBA-ს ჩემპიონი გახდა

ბუღალტრის კომპანია Randy Usow Accounting ვაშინგტონში მდებარეობს. უსოუ და ფაჩულია 2004 წლიდან თანამშრომლობენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბუღალტერი ქართველი კალათბურთელის ოჯახის სახელით ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებდა და ოფიციალურ ხელფასთან ერთად ფარულად შემოსავალსაც იღებდა. მარტო 2014 წელს უსოუმ დაახლოებით 464 ათასი აშშ დოლარი მიითვისა.

უსოუმ დანაშაული აღიარა. მას ბრალი ორი მუხლით წარედგინა – ქონების მითვისებასა და პირადი ინფორმაციის მოპარვაში. ბუღალტერს სამწლიანი პატიმრობა და 620 ათას დოლარამდე ჯარიმა დაეკისრა.

ზაზა ფაჩულია ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც ორჯერ — 2017 და 2018 წლებში NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიგო „გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0