საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში საზღვარგარეთის პასპორტის გარეშე შეძლებენ გამგზავრებას

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიBoeing 737-900EA
Boeing 737-900EA - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საქართველოსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, თუმცა საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტი სჭირდებათ.

თბილისი,  28 აგვისტო  – Sputnik. საქართველოს და უკრაინის მთავრობები მიმდინარე წლის სექტემბერში შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ, რომლის თანახმად ამ ქვეყნებში მოგზაურობისთვის საზღვარგარეთის პასპორტი საჭირო აღარ იქნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით.

საქართველოსა  და უკრაინაში  პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) მიმოსვლის დაწყების შესახებ შეთანხმების  გაფორმებას მხარეები ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ორი ქვეყნის დელეგაციების ვიზიტისას აპირებენ. 

ვოლოდიმირ გროისმანი - Sputnik საქართველო
რა შესთავაზა გროისმანმა საქართველოს

 „ჩვენ დაგვიდასტურეს, რომ შიდა პასპორტებით მოქალაქეების მგზავრობის შესახებ შეთანხმების ტექსტი უკვე შეთანხმებულია უკრაინის შესაბამისი უწყებების მიერ. ეს ტექსტი უკვე ოფიციალურად გადაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ახლა მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ხელმოწერის შესახებ და განსაზღვრულ პირს ამ შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება დააკისროს“, – ციტირებს პირველი არხი საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ  დოლგოვის სიტყვებს.

იდეა საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის ორივე ქვეყანაში მიმოსვლისთვის საზღვარგარეთის პასპორტის გაუქმების შესახებ  2017 წლის ნოემბერში უკრაინის პრემიერ–მინისტრმა  ვლადიმირ გროისმანმა თბილისში ვიზიტისას გააჟღერა.

ამჟამად საქართველოსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, თუმცა საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტი სჭირდებათ.

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება. 

დღეისთვის  ID–ბარათითი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა უპრობლემოდ შეუძლიათ. საქართველო–თურქეთის საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთა ძალაში 2011 წლიდან შევიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0