ანაკლიის ფესტივალის შედეგები: რამდენ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება

© Sputnik / Alexander Imedashviliსამედიცინო დახმარების ბრიგადა
სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამ დღეში ანაკლიაში გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სამედიცინო დახმარება 253 მონაწილეს დასჭირდა

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან კლინიკებში 27 ადამიანი გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ფესტივალზე მედპერსონალმა პირველადი დახმარება 253 პირს აღმოუჩინა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა78 გამოძახება შეასრულა, ამათგან 53 პირს ზოგადი ჩივილები აღენიშნებოდა.

საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ანაკლიის ფესტივალზე ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებულთა რაოდენობა იზრდება

25 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, რომელთაგან 11 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, საერთო ჯამში კლინიკაში 27 ადამიანი გადაიყვანეს.

ამ დროისთვის საავადმყოფოდან ყველა პაციენტი გაწერილია.

ფესტივალის გახსნიდან მის დასრულებამდე, ადგილზე იყო სასწრაფო დახმარების 5 ეკიპაჟი, სამედიცინო დახმარების 3 პუნქტი, 2 რეანომობილი და 5 ქვეითი პირველადი სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

25 აგვისტოს ანაკლიის ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, გარდაცვლილ კაცს უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.


ყველა ახალი ამბავი
0