სალი მირიანაშვილი „აბრეშუმის გზის“ ვარსკვლავობას აპირებს - პირველი ნაბიჯი გადადგმულია

გამოწერა

სალი მირიანაშვილი მუსიკალური კონკურსის, „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავის“ პირველი ტურის ლიდერი გახდა. იხილეთ კონკურსის პირველი ტურის ამსახველი ვიდეო Sputnik-საქართველოსგან.

საქართველოს წარმომადგენელმა სალი მირიანაშვილმა ბათუმში მიმდინარე მუსიკალურ კონკურსში ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა — 99 ქულა. მაღალი შეფასება მიიღეს ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმაც. პირველ ტურში მონაწილეებს მსოფლიო ჰიტი უნდა შეესრულებინათ ინგლისურ ენაზე, მეორე ტურში კი მათ ქართულად მოუწევთ სიმღერა. რაც შეეხება მესამე ტურს, ყველა კონკურსანტი მშობლიურ ენაზე გამოვა მაყურებლის წინაშე. 

„აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავის“ მონაწილეები არიან ახალგაზრდა შემსრულებლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, საბერძნეთიდან და აბრეშუმის გზის სხვა ქვეყნებიდან. სააგენტო Sputnik-საქართველო მუსიკალური ფესტივალის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. 

ყველა ახალი ამბავი
0