ვერეს კალაპოტის ფორმირებაზე 10 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

© AP Photo / Pavel Golovkinმდინარე ვერე
მდინარე ვერე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაოები მდინარის კალაპოტის გაწმენდა-ფორმირებას ითვალისწინებს მზიურის პარკიდან ვაკის სასაფლაოს ტერიტორიამდე.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მდინარე ვერეს ხეობაში მდინარის კალაპოტის ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საკუთარ Facebook-გვერდზე.  

თბილისს ძლიერი წვიმა სეტყვასა და ქართან ერთად 2015 წლის 13 ივნისის ღამეს დაატყდა თავს. ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა.

კალაძე თბილისის ერთ-ერთ საფეხმავლო ხიდს ათვალიერებს - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისში საფეხმავლო ხიდების კონსტრუქციები ვიზუალურად ცუდი და არაკომფორტულია

ამჟამინდელი სამუშაოები ითვალისწინებს მზიურის პარკიდან ვაკის სასაფლაოს ტერიტორიამდე მდინარის კალაპოტის გაწმენდას, ფორმირებას და მცირე მონაკვეთზე მის მოქცევას ბეტონის მოქნილი ლეიბებით დაცულ არხში.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარს სცდება.

ვაკის რაიონის გამგებლის ნოდარ ტურძელაძის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მდინარის შესაძლო ადიდების შემთხვევაში ხეობა მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება.

სამუშაოები შარშან დაიწყო და წელს უნდა დასრულდეს.  

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორისაა წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია, მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი და ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა. ფონდი ასევე ახორციელებს პარკ „მზიურის“ რეაბილიტაციას.

იმისათვის, რომ ვერეს ხეობა უსაფრთხო გახდეს დედაქალაქის მცხოვრებთათვის, გარკვეული სამუშაოები დედაქალაქის მერიამაც განახორციელა. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისში რობაქიძის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება

კერძოდ: წყნეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა; ჭავჭავაძის 83-ის მიმდებარედ კლდის დაფერდვის სამუშაოები; ზემო ვეძისის 43ა-ს მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა; თბილისი–წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა; წყნეთში, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის მიმდებარედ საყრდენი კედლის პროექტი; წყნეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობა; თბილისში, თბილისი–წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების მშენებლობა; თბილისში, უჩანეიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მილ-ხიდის მშენებლობა (პირველი და მეორე ეტაპი); მდინარე ვერეს ხეობაში ცხაურის ტიპის ნატანდამჭერი ჰიდროტექნიკური ნაგებობის პროექტირება; დეკორატიული კედლის მშენებლობა; ზემო ვეძისის 43ბ-ს მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა; თბილისი–წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების მშენებლობა; მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები. 

სპეციალისტების აზრით, ის, რაც დედაქალაქის მერიამ სამ წელიწადში გააკეთა, მხოლოდ უკვე დაზიანებულის სარეაბილიტაციო სამუშაოებია და, რა თქმა უნდა, მათი ჩატარება აუცილებელი იყო, თუმცა ჯერჯერობით პრევენციული ღონისძიებებიდან თითქმის არაფერია გაკეთებული საიმისოდ, რომ სტიქია აღარ განმეორდეს.

ყველა ახალი ამბავი
0