აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინს ანაპოლისში დაკრძალავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliაშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი
აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა დაკრძალვაზე გამოსათხოვარი სიტყვით გამოვლენ

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სენატორს არიზონას შტატიდან, ჯონ მაკკეინს, რომელიც კვირას 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალავენ ქალაქ ანაპოლისში (მერილენდის შტატი), იუწყება РИА Новости გაზეთ New York Times-ზე დაყრდნობით.

ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა გაზეთს, რომ ანაპოლისში გამართულ დაკრძალვამდე სასახლე სენატორის ცხედრით იქნება დასვენებული ფინიქსში საკანონმდებლო ასამბლეის შენობაში. დაკრძალვის ოფიციალური გრაფიკი გამოცხადდება ყველა დამკრძალავი განკარგულების დასრულების შემდეგ, იუწყება გაზეთი სენატორის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით.

სხვა წყაროები იუწყებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა დაკრძალვაზე გამოსათხოვარი სიტყვით გამოვლენ. თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება.

მაკკეინი მთელი წლის განმავლობაში ებრძოდა ტვინის კიბოს აგრესიული ფორმას. პარასკევს სენატორის ნათესავებმა განაცხადეს, რომ მან მკურნალობა შეწყვიტა.

მაკკეინი ვიეტნამის ომის დროს აშშ-ს საზღვაო ფლოტის პილოტი იყო. მაკკეინი ჩავარდა ტყვეობაში მას შემდეგ, რაც მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ის სერიოზულად იყო დაჭრილი და ტყვეობაში წამების მსხვერპლი იყო. მაკკეინმა ტყვეობაში დაახლოებით ხუთნახევარი წელი გაატარა.

მაკკეინი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი იყო. იგი მკაცრი საგარეო პოლიტიკის მომხრე იყო, მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების.


ყველა ახალი ამბავი
0