თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. დუშეთის რაიონში, არაგვის ხეობაში „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სიმაღლიდან გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ავტომობილში სხვა მგზავრებთან ერთად სამი ბავშვი იმყოფებოდა. მგზავრებს, მათ შორის ბავშვებს, სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.