ხევსურეთში საინფორმაციო დაფები და მიმართულების მანიშნებლები დამონტაჟდა

© courtesy of Pshav-Khevsureti National Parkფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანიშნებლები და საინფორმაციო დაფები ტურისტებს პოპულარული ადგილების შესახებ საინტერესო ინფორმაციის მიღებასა და ორიენტირებაში დაეხმარება.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ხევსურეთში ტურისტულად პოპულარულ ადგილებში საინფორმაციო დაფები და მიმართულების მანიშნებლები დამონტაჟდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  საინფორმაციო დაფები და მანიშნებლები ციხე-სოფელ შატილის ორივე შესასვლელთან, ანატორის აკლდამებთან, შატილი-მუცოს გზაგასაყარზე და აბუდელაურის ტბებისკენ მიმავალი ბილიკის დასაწყისში დაამონტაჟა.

სააგენტოს ცნობით, მანიშნებლები და საინფორმაციო დაფები ტურისტებს პოპულარული ადგილების შესახებ საინტერესო ინფორმაციის მიღებასა და ორიენტირებაში დაეხმარება.

„გასულ წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ციხე-სოფელ შატილის მიმდებარე ტერიტორიაზე სასურათე ჩარჩო დაამონტაჟა, რომელიც ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ინტერნეტ-სივრცეში შატილის ცნობადობის ამაღლებას ხელს უწყობს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად ხევსურეთში  სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც იგეგმება.

სააგენტოს ინფორმაციით,  ხევსურეთის პარალელურად  მთელი საქართველოს მასშტაბით ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვითარდება სამთო-საფეხმავლო ბილიკები, მონტაჟდება სასურათე ჩარჩოები, მანათობელი კონსტრუქციები და ხორციელდება სხვა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.


ყველა ახალი ამბავი
0