ქართველი კანოისტი მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკზე ვერ ავიდა

© photo: Sputnik / Denis Aslanovზაზა ნადირაძე, კანოე
ზაზა ნადირაძე, კანოე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ნადირაძე ვერცხლის პრიზიორი გახდა

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე 200-მეტრიან დისტანციაზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

ნადირაძემ დისტანცია 40,226 წამში გადალახა და საპრიზო ადგილისთვის მას 0,183 წამი დააკლდა.

ამ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბელარუსი არტიომ კოზირი — 39,810 წამი. ვერცხლი ერგო რუს ივან შტილს (39,97), ხოლო მესამე ადგილი — ლიტველ ჰენრიკას ზუსტაუტასს (40,043).

შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ნადირაძე ვერცხლის პრიზიორი გახდა. წელს კი ევროპის ჩემპიონატზე სერბეთში ოქროს მედალი მოიპოვა.


ყველა ახალი ამბავი
0