ქართველი ჩოგბურთელი US Open-ზე არ ითამაშებს

© photo: Eko Gorgodze / FBეკატერინე გორგოძე
ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკატერინე გორგოძემ ორ ტურნირზე გამარჯვების შემდეგ „დიდი სლემის" ტურნირზე გასვლა ვერ შეძლო.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ქალთა შორის ეკატერინე გორგოძე (WTA-ს რეიტინგში 167-ე ადგილი) „დიდი სლემის" სერიიდან US Open ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა.

მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გორგოძემ კანადელ ეჟენი ბუშართან (123) ორ სეტში წააგო - 1:6, 2:6.

მიმდინარე წლის ზაფხულში 26 წლის გორგოძემ ITF-ის სერიიდან ორი ტურნირი (ყაზახეთსა და გერმანიაში) მოიგო და WTA-ს რეიტინგში 267-ე ადგილიდან 167-ზე გადაინაცვლა. ეს ჩოგბურთელის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

US Open 27 აგვისტოს იწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი წელს 25 მილიონ დოლარზე მეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0