მარგველაშვილმა ესეების წერაში გამარჯვებული სტუდენტები და მასწავლებლები დააჯილდოვა

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებაზე
გიორგი მარგველაშვილი ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესეების კონკურსის გამარჯვებულმა 1500 ლარის ოდენობის ჯილდო მიიღო

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესეების კონკურსში „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ — რესპუბლიკის 100 წელი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და საქართველოს პრეზიდენტმა გამარჯვებულებს სიგელები და საჩუქრები პირადად გადასცა.

ნამუშევრებს 10-ქულიანი სისტემით აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ  ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თემურ ჯოჯუა, ეკა ტოგონიძე, გიორგი კეკელიძე, ფიქრია ჩიხრაძე.

სტუდენტთა შორის გამარჯვებულია ნანი მანველიშვილი, მეორე ადგილზე გავიდა ლანა კაპანაძე. პროფესორებში პირველი ადგილი დაიკავა ზვიად დოლიძემ, მეორე — თინათინ მშვოდომაძემ.

გიორგი მარგველაშვილმა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ის შედეგი, რომელიც ჩვენ მიზნად გვქონდა განსაზღვრული მიღწეულია. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას და იმ ადამიანებს ვინც ჩაერთნენ კონკურსში და ჩვენი საზოგადოებრივ — პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი გახადეს თავისი შემოქმედება“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

პირველი ადგილის მფლობელი კონკურსანტი იღებს ფულად პრემიას 1500 ლარის ოდენობით, მეორე — 1000 ლარის.

სულ შემოვიდა 93 ესე, აქედან შეირჩა 26 საუკეთესო, სიმბოლურად 26 მაისთან დაკავშირებით და გამოიცა კრებულის სახით. წიგნი საჩუქრად გადაეცემა ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. კონკურსის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა კრებული, სადაც შესულია გამარჯვებული ესეები. საუკეთესო 26 ესეს ავტორს კი კრებულთან ერთად გადაეცა სიგელები და საჩუქრები.

ესეების კონკურსი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით გაიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0