რით დაამახსოვრდა კაცობრიობას 24 აგვისტო, რა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები მოხდა ამ დღეს — იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომატიანე.

1215 წელს პაპმა ინოკენტ III-მ მაგნა კარტა (დიდი ქარტია) ბათილად ცნო

1456 წელს დასრულდა გუტენბერგის ბიბლიის ბეჭდვა

1814 წელს ბრიტანელები ვაშინგტონში შეიჭრნენ და მიწასთან გაასწორეს თეთრი სახლი და სხვა ადმინისტრაციული შენობები

1891 წელს თომას ედისონმა კინოკამერა დააპატენტა

1909 წელს დაიწყო პანამის არხის მშენებლობა

1949 წელს ძალაში შევიდა ხელშეკრულება ნატოს შექმნის შესახებ

1995 წელს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა

2012 წელს ნორვეგიაში განხორციელებული ტერორისტული აქტების ავტორს, ანდერს ბრეივიკს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა