დავით ზალკალიანი: მერკელის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია

© photo: Prime Time / FBსაგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.
რა გზავნილებით ჩამოდის ანგელა მერკელი საქართველოში

„10 წლის შემდეგ ანგელა მერკელი კვლავ სტუმრობს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, პირველ რიგში მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, იმ რეფორმების, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს"- განუცხადა დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ჩამოვიდა. გერმანიის კანცლერი საქართველოში

 

ყველა ახალი ამბავი
0