ბათუმში საქართველოს მიერ აჭარის დაბრუნების 140 წლისთავს იზეიმებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი ზაფხულში
ბათუმი ზაფხულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიფინგის მონაწილეებმა დააანონსეს აქცია ბათუმში, რომელშიც, სავარაუდოდ, 400-500 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბათუმში 25 აგვისტოს გაიმართება აქცია, რომელიც საქართველოს მიერ აჭარის დაბრუნების 140 წლისთავს მიეძღვნება, განაცხადეს ბრიფინგის მონაწილეებმა „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში.

2018 წლის 25 აგვისტოს, ზუსტად 140 წელი სრულდება 1877-1878 წლების რუსულ-თურქული ომის დასრულების დღიდან, რომლის შედეგადაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული ტერიტორია შეუერთდა რუსეთის იმპერიას და აჭარაში ოსმალეთის 300-წლიანი მმართველობა დასრულდა.

პრესცენტრის სტუმრები იყვნენ „ახალი სოციალისტური მოძრაობის“ ლიდერი თემურ ფიფია და „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ირემაძე.

© Sputnik / Levan Avlabreliპრესცენტრი ბრიფინგი: ბათუმში საქართველოს მიერ აჭარის დაბრუნების 140 წლისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება
Участники брифинга 140 лет со дня воссоединения Аджарии с Грузией - Sputnik საქართველო
პრესცენტრი ბრიფინგი: ბათუმში საქართველოს მიერ აჭარის დაბრუნების 140 წლისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება

„25 აგვისტო ისტორიული თარიღია. 1878 წლის 25 აგვისტოს აჭარაში შევიდა რუსული ჯარი და იქიდან თურქეთის ჯარის განდევნა მოხდა. ორწლიანი რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად აჭარა საქართველოს დაუბრუნდა. სწორედ ამ თარიღს ყველანი ერთად აღვნიშნავთ ბათუმში“, — განაცხადა ფიფიამ.

მისი თქმით, ამ თარიღს მანამდე აღნიშნავდა „აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი“. სწორედ ამ ორგანიზაციამ მოამზადა იმ ომში დაღუპულთა ხსოვნის მონუმენტი, თუმცა ის დღესაც არ დაუდგამთ. ეს ძეგლი გამოსახავს ქართველ და რუს ჯარისკაცებს, რომლებიც აჭარას თურქებისგან იცავდნენ. ამ მონუმენტის დადგმის საკითხს კავშირის წარმომადგენლები წლების განმავლობაში აყენებენ. თუმცა ბათუმის მერიისგან დადებითი პასუხი ვერ მიიღეს.

„წელს ამ თარიღის აღნიშვნა უფრო მასშტაბური იქნება, რადგან  „აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირს“ სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეუერთდა“, — აღნიშნა ფიფიამ.

© photo: Sputnikპრესცენტრი ბრიფინგი: ბათუმში საქართველოს მიერ აჭარის დაბრუნების 140 წლისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება
Председатель Нового социалистического движения Темур Пипия - Sputnik საქართველო
პრესცენტრი ბრიფინგი: ბათუმში საქართველოს მიერ აჭარის დაბრუნების 140 წლისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება

„აჭარა არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონი, საიდანაც ბაგრატიონთა სამეფო დინასტია წარმოიშვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებები ჩატარდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამარჯვება 140 წლის წინ არამარტო ქართველი, არამედ რუსი ჯარისკაცების თავდადებით არის მიღწეული“, — თავის მხრივ, განაცხადა ირემაძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliპრესცენტრი ბრიფინგი: ბათუმში საქართველოს მიერ აჭარის დაბრუნების 140 წლისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება
Лидер Молодежного Евразийского союза Грузии Георгий Иремадзе - Sputnik საქართველო
პრესცენტრი ბრიფინგი: ბათუმში საქართველოს მიერ აჭარის დაბრუნების 140 წლისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, ტერიტორიული პრობლემების მიუხედავად — ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

„მე და ჩემი ორგანიზაცია მივიჩნევთ, რომ ჩვენ არამარტო უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო რუსეთის მოკავშირე უნდა გახდეს. ამ გზით ქვეყანაში კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლა მოხდება. ამის გარეშე, ჩემი თვალსაზრისით, ჩვენი სახელმწიფო ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება“, — ხაზგასმით აღნიშნა ირემაძემ.


ყველა ახალი ამბავი
0