ბათუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

© photo: Sputnik / Denis Aslanovპრინტის საერთაშორისო ფესტივალი
პრინტის საერთაშორისო ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის Life-N-Style ფარგლებში მიმდინარეობს გამოფენები და თემატური სემინარები

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბათუმი ხელით ბეჭდვის საერთაშორისო ფესტივალს Life-N-Style მესამედ მასპინძლობს.

ფესტივალი დღეს აჭარის ხელოვნების მუზეუმში 19:00 საათზე გაიხსნა და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება, აღნიშნულია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში Facebook–გვერდზე.

ვარსკვლავური სტუმრები - Sputnik საქართველო
შემოდგომის ვარსკვლავთცვენა: თბილისის ფესტივალი მთელი მსოფლიოს მუსიკოსებს შეკრებს

Life-N-Style – ესაა პროექტი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ბეჭდვითი მედიის ისეთი დარგების განვითარებასა და პოპულარიზებას, როგორიცაა საავტორო ბეჭდვა, სერიგრაფია, ოფორტი, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია, გრავიურა.

ფესტივალის კონცეფცია და თემა წელს არის Do or do not („თუ აკეთებ, გააკეთე“). ღონისძიება უკვე ტრადიციული გახდა.

2018 წელს ფესტივალის საგამოფენო ფორმატს ახალი სეგმენტი დაემატა – ესაა პრინტის თემაზე შექმნილი კოსტუმი, პერფორმანსი, ფოტოინსტალაცია, კერამიკის, ტექტილის და დიზაინის სინთეზი, ვიდეოარტი, საუნდი, ტექსტი. 

© Denis Aslanovპრინტის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში
Посетители Международного фестиваля принта в Батуми - Sputnik საქართველო
პრინტის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში

ფესტივალის მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი, ისრაელი, თურქეთი, ლიბანი, კანადა, რუსეთი, შვეიცარია, სომხეთი.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0