თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ცნობილი იტალიელი არტისტის, ადრიანო ჩელენტანოს მეუღლემ, კომპანია Clan Celentano-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კლაუდია მორიმ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რუსეთსა და საქართველოში მუსიკოსის მომავალი კონცერტების შესახებ.
საქართველოში ადრიანო ჩელენტანოს ელოდებიან >>
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ჩელენტანოს კონცერტის შესახებ, რომელიც 2019 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო. კონცერტის ბილეთების გაყიდვა 28 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ინფორმაციას, რომ ადრიანო ჩელენტანო აპირებს კონცერტის ჩატარებას რუსეთში ან / და მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყნაში. სამწუხაროდ, არიან თაღლითები, რომლებიც ასე იქცევიან, მაგრამ ჩვენ არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს მათთან ან სხვა ვინმესთან, ვინც თავს ასაღებს ბატონ ადრიანო ჩელენტანოს კონცერტების ორგანიზატო0რად", — განუცხადა მორიმ „Sputnik-იტალიას“ ინტერვიუში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არტისტის კონცერტების ერთადერთ ოფიციალურ ორგანიზატორს წარმოადგენს ხმისჩამწერი კომპანია Clan Celentano, რომელიც თავად ჩელენტანომ დააარსა.
ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა ადრიანო ჩელენტანომ თავისი კარიერის განმავლობაში გამოუშვა 40 სტუდიური ალბომი საერთო ტირაჟით 150 მილიონი ფირფიტა და 40-ზე მეტ ფილმში ითამაშა.
მაყურებლის განსაკუთრებული პოპულარობა 70-80-იანი წლების კომედიებით მოიპოვა. მან შეასრულა მომხიბლავი მატყუარების, თაღლითების, ქურდბაცაცების როლები ფილმებში „ჭირვეულის მორჯულება“, „ბლეფი“, „უზომოდ შეყვარებული“, „ხავერდის ხელები“, „მადლიერი ვენეციელი“, „ბინგო-ბონგო“, „სერაფინო“, „ტკბილი ცხოვრება“, „რომაელი და დანის ისტორია“ და ა.შ.