როგორ განკურნა სასწაულმოქმედ ხატად ქცეულმა „მოალერსეს“ ასლმა ქართველი გოგონა

© photo: courtesy of Irma Lezhavaგორში დაბრუნებული განკურნებული ანა ხატებთან
გორში დაბრუნებული განკურნებული ანა ხატებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის წინ, რუსეთში, ბრიანსკის ოლქის სოფელ ლოკოტში ერთმა ღვთისმოსავმა ქალბატონმა სოფლის მაღაზიაში ღვთისმშობლის გამოსახულებიანი კალენდარი შეიძინა - კალენდარი ვადაგასული იყო და გამყიდველი გადაგდებას უპირებდა. ღვთისმშობელი რომ არ წაებილწა, ქალბატონმა გამოსახულება ამოჭრა და შინ, კედელზე, ჩვეულებრივი საკანცელარიო სკოჩით მიაკრა...

რაღაც ხნის შემდეგ ხატიდან მირონი გადმოდინდა. ეს ამბავი მაშინვე აცნობეს ადგილობრივ ეპარქიას. როდესაც ხატი კედლიდან ჩამოხსნეს, მის უკანა მხარესაც ღვთისმშობლის გამოსახულება შენიშნეს, ოღონდ ეს უკვე ხელთუქმნელი გამოსახულება იყო.

© photo: courtesy of Irma Lezhavaღვთისმშობლის ხატის ხელთუქმნელი გამოსახულება
ღვთისმშობლის ხატის ხელთუქმნელი გამოსახულება - Sputnik საქართველო
ღვთისმშობლის ხატის ხელთუქმნელი გამოსახულება

ხატი თაყვანის საცემად ფსკოვის დედათა მონასტერში წააბრძანეს. მის წინაშე ბერი გერმაგენი ლოცულობდა, რომელმაც ასე ბრძანა: ამ ხატს უფალმა განსაკუთრებული თვისებები მიანიჭა: — „უნაყოფო ქალები ჯანმრთელ შვილებს გააჩენენ; ავადმყოფები განიკურნებიან, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს — ცოცხლებს ან მკვდრებს იპოვნიან; ხატს თითოეული გულწრფელად რწმენით მლოცველი ადამიანის ცხოვრების გზისა და ბედის შეცვლის ძალაც კი აქვსო“… რუსეთის პატრიარქის, კირილეს კურთხევით ხატი  წმ. სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილებთან ერთად საროვოდან დივეევოში ჩააბრძანეს და მას მერე  „მოალერსეს“ სახელით არის ცნობილი. ამ ხატზე ახდა წმ. სერაფიმე საროველის წინანსარმეტყველება: მოვა დრო, როდესაც საროვოდან დივეევოში მოეწყობა ჯვრებით მსვლელობა, რომელსაც სასწაულმოქმედ ხატს წაუმძღვარებენო. ამ ხატის შემყურეთ დღეს აზრად არ მოუვათ, რომ ოდესღაც ის ქაღალდის უბრალო ამონაჭერი იყო…

მსოფლიოში ღვთისმშობლის წილხვედრი ოთხი ადგილია ცნობილი: ერთი ქვეყანა — ივერია ანუ საქართველო და სამი ადგილი — ათონის მთა საბერძნეთში, კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინაში და დივეევო რუსეთში. წმინდა სერაფიმე საროველის უსაყვარლესი, ღვთისმშობლის ხატი „მოალერსე",  დივეევოს დედათა სავანის დამაარსებელად ითვლება.

© photo: courtesy of Irma Lezhavaგიორგი შიშკოვი თბილისში
გიორგი შიშკოვი თბილისში - Sputnik საქართველო
გიორგი შიშკოვი თბილისში

კურსკის ოლქის ჟელეზნაგორსკის ეპარქიიდან ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის — "მოალერსეს" ასლი, მალე საქართველოს უკვე მეორედ ესტუმრება. პირველად იგი  2015 წელს  ჩამოაბრძანა ამავე ეპარქიის არქიეპისკოპოსის თანაშემწე — გიორგი შიშკოვმა. იმხანად ათი დღით ჩამობრძანებული „მოალერსეს“ ხატი საქართველოში ერთ თვეზე მეტხანს დარჩა. ქართველი ხალხი ყველგან დიდი სითბოთი და სიყვარულით დახვდა, თითქოს, ღვთისმშობლის, მისი წილხვედრი ქვეყნიდან გაშვება არ უნდათო.

მირონმდინარე ხატმა, მაშინ, გორში სასწაულიც  მოახდინა —  9 წლის ანა განკურნა.

ანას დედამ — ნატალია წიწიკაშვილმა მიამბო: — „ერთ დღეს, როდესაც მე და ანა სიმღერის გაკვეთილიდან შინ ვბრუნდებოდით, ბავშვი უცებ ჩაიკეცა და ვეღარ გაიარა. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახე და  გორის საავადმყოფოში წაგვიყვანეს. ბავშვი ფეხზე ვერ დგებოდა. ექიმებმა იქვე რაღაც მედიკამენტები დაალევინეს და ანამაც გაჭირვებით გაიარა. თუმცა ფეხებიც სტკიოდა და ძალიან წუხდა. ერთი კვირის განმავლობაში  გორში  უმკურნალეს, მაგრამ — უშედეგოდ.

როცა დიდი განსაცდელი გვაქვს, 12 სახარების სანთელს ვანთებ.  ყველა ვლოცულობდით ოჯახში, ბავშვი ზედიზედ რამდენჯერმე ვაზიარეთ და 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას ნევროპათოლოგთანაც მივიყვანე. ნევროპათოლოგმა რომ გასინჯა, ბავშვს მუხლებში რეფლექსი არ ჰქონდა. გვითხრა, რაღაც ნეიროვირუსია და სასწრაფოდ თბილისში წაიყვანეთ, რადგან იქ  აქვთ ინიექცია, ბავშვს ამ მდგომარეობიდან რომ გამოიყვანსო. იმავე საღამოს წავედით თბილისში და იაშვილის კლინიკაში, ნევროლოგიის განყოფილებაში დაგვაწვინეს. შაბათ-კვირას ბავშვს ორი შეტევა ჰქონდა და მორიგე ექიმები მუდმივად აკვირდებოდნენ, ხელებზეც ხომ არ გადავიდა პროცესიო. გამოკვლევა ორშაბათს უნდა ჩაეტარებინათ. სასწაულმოქმედი ხატი "მოალერსე"  გორში 20 დეკემბერს საკათედრო ტაძარში დაუბრძანებიათ, მაგრამ ჩვენ უკვე თბილისის საავადმყოფოში ვიყავით. ჩემმა მეუღლემ რუსეთიდან ჩამობრძანებული ხატის პატარა, ჩარჩოიანი ასლი, სადაც ღვთისმშობლის ორივე გამოსახულებაა, ბავშვს უყიდა და ჩამოუტანა. ასევე, ჩამოუტანა ლურჯი თავსაფარიც ღვთისმშობლის ხატის გამოსახულებით.

© photo: courtesy of Irma Lezhavaანა საავადმყოფოში მამის მიტანილი ხატით
ანა საავადმყოფოში მამის მიტანილი ხატით - Sputnik საქართველო
ანა საავადმყოფოში მამის მიტანილი ხატით

 

ანამ იმწამს დაიფარა თავსაფარი, ხატიც გულში ჩაიხუტა და ილოცა. ორშაბათი რომ გათენდა, გამოკვლევა ჩაუტარეს და, — შეგიძლიათ შინ დაბრუნდეთ, ბავშვს არაფერი სჭირსო, — ისე გამოგვწერეს,  არავითარი მკურნალობა არ ჩაუტარებიათ. გორში დაბრუნებულებმა ბარგი დავაწყვეთ და მაშინვე რუსეთიდან ჩამობრძანებული ხატის მოსალოცად წავედით. ხატი უკვე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ტაძარში დაებრძანებიათ. ანამ თავისი ხატიც წამოიღო ეკლესიაში. შევედით თუ არა, ბავშვი წინ წავიდა, რატომღაც შემოუარა ხატს,  ხელთუქმნელ ასლს შეახო თავისი ხატი, იქვე დაიჩოქა და ილოცა. სწორედ მაშინ გადმოვიდა ჩვენს ხატზე მირონი, ოღონდ ხელთუქმნელი ხატის მხარეს. გასაოცარი იყო, ანა, რომელიც წინა დღეს კიბეზე ვერ ადიოდა, ტაძარში ერთსაათიან პარაკლისს მუხლდაჩოქილი უსმენდა, მერე წამოდგა და კვლავ ჩვეულებრივ გაიარა“.

© photo: courtesy of Irma Lezhavaღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „მოალერსე“ - დედანი
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „მოალერსე“ - დედანი - Sputnik საქართველო
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „მოალერსე“ - დედანი

ანას ოჯახში ხელთუქმნელ მხარეს  ხატს მირონი დიდხანს სდიოდა,  თან, ძალიან უცნაურად — თითქოს ჩარჩოდან გადმოდიოდა და ისე ინამებოდა. მერე მეორე მხარესაც შენიშნეს ერთი-ორი წვეთი. ანამ რომ გაიგო, რუსეთიდან ჩამობრძანებული ხატი თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებულიო, მშობლებს შეეხვეწა, ვიდრე რუსეთში წააბრძანებენ, კიდევ ერთხელ მინდა მივეახლოო. ამიტომ ბებიამ ჩამოიყვანა თბილისში…

ანამ მის თავს გადახდენილ სასწაულზე თავადაც მიამბო:-„ჩემი ხატი სასწაულმოქმედ ხატზე მქონდა მიდებული და მუხლდაჩოქილმა მთელი პარაკლისი მოვისმინე. ბოლოს შევეხვეწე: დედა ღვთისმშობელო, გთხოვ, დაიცავი ჩემი ოჯახი ყოველი განსაცდელისაგან და ავადმყოფობისაგან-მეთქი“.

პატარა ანას და მის თბილ ოჯახს მოალერსე ღვთისმშობლის მფარველობა არასდროს მოაკლდება, ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს — „მოალერსეს" კი კვლავ იმედით ველოდებით საქართველოში და გვჯერა, რომ დედაღვთისმშობელი დაიცავს თავის წილხვედრ საქართველოს ყოველი ბოროტისგან და ავისგან.

ირმა ლეჟავა

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური