მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომელი მტკვრის ნაპირზე
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მტკვრის ნაპირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მაშველები და მყვინთავები

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ქარელში ორდღიანი ძებნის შემდეგ 30 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უბედური შემთხვევა გუშინ, სოფელ სამწვერისში მოხდა. მამაკაცი მდინარე მტკვარზე თევზაობისას წყლის დინებამ გაიტაცა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი წყალში შევიდა და ნაპირზე, სადაც ტანსაცმელი ჰქონდა დატოვებული, აღარ გამოსულა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მაშველები და მყვინთავები.

 

ყველა ახალი ამბავი
0