პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობაა

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველ გუნდში ჯერ კიდევ მსჯელობენ პრობლემურ საკითხზე - უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი დაასახელოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

„ვაკვირდებით მოვლენებს, იმ კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას. ისიც აღვნიშნეთ, რომ გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ მე ვიტყოდი დისკუსიაც ამ საკითხზეც და მე თვითონაც არაერთხელ გავაკეთე განმარტება ამასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიისა და რესპუბლიკის მშენებლობა აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას პარტიაში აქვს თავისი არგუმენტები“, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბანერი „ქართული ოცნების“ გამოსახულებით - Sputnik საქართველო
ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დაასახელებს, თუმცა, დაეხმარება დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვინაიდან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს, შეიძლება ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა ძალამ მონაწილეობა არ მიიღოს,  თუმცაღა ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობს პოზიცია, რომ პარტია აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი თავისი კანდიდატით. 

„საზოგადოებამ იცის, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელიც ნებისმიერ არჩევნებზე ბევრი პრობლემის გარეშე ძალიან ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს“, — აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: ძალიან ბუნებრივად მაქვს იმედი, რომ ეს პარტია დღესაც მხარს დამიჭერს

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ქართული ოცნება“ მხარს  სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, რომელიც კენჭს იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. თავად მმართველ პარტიას ზურაბიშვილთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები ჯერჯერობით არ გაუხმაურებია. პარტიის წარმომადგენლები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ. თავად სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი აქვს.

ამ დროისთვის, ცესკო-ში პრეზიდენტობის 19 კანდიდატია წარდგენილი. პრეზიდენტის არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0