საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამი მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashviliმეჩეთი აბანოთუბანში თბილისში
მეჩეთი აბანოთუბანში თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი უწოდა

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

ყურბან-ბაირამი ერთერთი უმნიშვნელოვანესი მუსლიმანური დღესასწაულია.

2018 წელს მუსლიმანური ქვეყნების უმრავლესობაში გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ყურბან-ბაირამი 22 აგვისტოს დადგება, მაგრამ მის აღნიშვნას წინა დღის საღამოს იწყებენ.

„ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან ბაირამს, დღესასწაულს, რომელიც ღვთისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება. გილოცავთ თანადგომის, სიკეთისა და ქველმოქმედების დღესასწაულს. ვუერთდები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილის — საქართველოს მუსლიმი თემის ამ ზეიმს და ვუსურვებ მათ წარმატებასა და კეთილდღეობას“, — ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

გაზაფხულის დღესასწაული: როგორ აღნიშნეს ნოვრუზ-ბაირამი აზერბაიჯანელებმა მარნეულში - Sputnik საქართველო
გაზაფხულის დღესასწაული: როგორ აღნიშნეს ნოვრუზ–ბაირამი აზერბაიჯანელებმა მარნეულში

ყურბან-ბაირამის აღნიშვნა ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს დაიწყეს. ყურბან–ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სათავეს წინასწარმეტყველ იბრაჰიმის (იგივე აბრაამი) მიერ მსხვერპლშეწირვის ისტორიიდან იღებს, რაც სამივე მონოთეისტური რელიგიის — ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის წმიდა წერილებშია აღწერილი. უფალმა წინასწარმეტყველს, მისი რწმენის გამოსაცდელად, შვილის მსხვერპლად შეწირვა უბრძანა. როდესაც უზენაესი მის სიმტკიცეში დარწმუნდა, ბიჭის გათავისუფლება და მის მაგივრად ცხვრის დაკვლის ნება დართო.

ისლამური ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის აღსანიშნავად თითოეულმა მუსლიმმა მსხვერპლად ცხვარი, ძროხა ან სხვა პირუტყვი უნდა შესწიროს. ამავე დღეს ტარდება „ჰაჯობის რიტუალი", ანუ მოლოცვა მექაში, სადაც უამრავი მუსლიმი იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს რიტუალი ყველა მუსლიმმა უნდა ჩაატაროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.

მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0