თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი ვალერი მელაძე საქრათველოშია — ამაზე Intagram-ში მისი პუბლიკაციები მეტყველებს.
საქართველოში წამოსვლის წინ მელაძემ გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „მივფრინავ საქართელოში!!! მელოდება მრავალფეროვანი პროგრამა!!!".
ამას მოჰყვა ვიდეო ხუმრობანარევი წარწერით: „მშობლიურ რაიონში ვარ!!! ჩემი ჩამოსვლის საპატივცემულოდ დროშები გამოფენილია!)))".
„დროშებში" მომღერალი თოკზე გასაშრობად გაფენილ სარეცხს გულისხმობს.