ვანში 73 წლის ქალს ეძებენ

CC0 / Pixabay / geralt / მოხუცი ქალის ხელები
მოხუცი ქალის ხელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 73 წლის ქალს უშედეგოდ ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჟენია პაიკიძე-ხელაძე სახლიდან 3 აგვისტოს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

მათი ინფორმაციით, დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.

ჟენია პაიკიძე-ხელაძის ოჯახის წევრებმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციაშიც განაცხადეს და მასმედიასაც მიმართეს. 

ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში, დარეკონ ტელეფონის ნომერზე — 599 70 39 96.

ყველა ახალი ამბავი
0