მოძრაობა თბილისიდან ბათუმამდე დროებით შეიზღუდა

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს სამხედრო გზა
საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი დღის განმავლობაში ავტომობილების მძღოლებს თბილის-ბათუმის გზაზე სირთულეები ელოდებათ

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, რომელიც თბილისსა და ბათუმს აკავშირებს, დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მშიერ-მწყურვალი: ტრაილერების მძღოლები თავის რიგს ლარსთან მესამე დღეა ელოდებიან >>

შეზღუდვები უკავშირდება სარემონტო სამუშაოებს სარკინიგზო გადასასვლელზე, რომელიც აღნიშნული გზის მეცხრე კილომეტრზე მდებარეობს. სს „საქართველოს რკინიგზა” სამუშაოების განხორციელებას გეგმავს 2018 წლის 21 აგვისტოს 10:00 სთ-დან 22 აგვისტოს 22:00 სთ-მდე.

„აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა გზის სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა გრუნტის გზაზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.

პრობლემურ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0