ბელკა და სტრელკა — ძაღლები, რომლებმაც 1960 წლის 19 აგვისტოს ხომალდით Спутник-5 კოსმოსში იმოგზაურეს. იხილეთ ისტორიული კადრები.
ბელკა და სტრელკა პირველი ცხოველები არიან, რომლებმაც კოსმოსში იმოგზაურეს და დედამიწაზე მშვიდობიანად დაბრუნდნენ. მათი ფრენა 25 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ დროში კოსმოსურმა ხომალდმა 17-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. ექსპერიმენტის უმთავრესი მიზანი იყო დაედგინათ, როგორ იმოქმედებდა ადამიანებისა და ცხოველების ორგანიზმზე კოსმოსური ფრენა.