ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა - ვიდეოკადრები

© courtesy of Bakhmaro Horse Racing Cupტრადიციული დოღი ბახმაროში
ტრადიციული დოღი ბახმაროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბახმაროს თასი 2018-ის“ მფლობელი ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ბახმაროში ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბახმარო - Sputnik საქართველო
ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება

მთავარი პრიზის, „ბახმაროს თასი 2018-ის“ მფლობელი ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა. მას თასთან ერთად ფულადი საჩუქრებიც გადაეცა.

დოღში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები იღებდნენ.

ბახმაროში მიმდინარე ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, დეპუტატები არჩილ თალაკვაძე და ნინო წილოსანი დაესწრნენ.

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. 

ყველა ახალი ამბავი
0