ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისიდან მოპარული ტექნიკა მძარცველმა ლომბარდში ჩააბარა

გამოწერა
სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისის გაქურდვის ფაქტზე, მანგლისში 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა - Sputnik საქართველო
რა წაიღეს ქურდებმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისიდან

შემთხვევა შაბათს გამთენიისას მოხდა. ოფისი პარტიის წარმომადგენლებს დილით გატეხილი დახვდათ. პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ოფისიდან წაღებულია 5 კომპიუტერი, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისიდან ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთები კი ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0