რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 700-მდე ტრაილერია გაჩერებული

© Sputnik / Levan Avlabreli„ყაზბეგი - ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვები პუნქტი
„ყაზბეგი - ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძღოლებს სატვირთო ავტომობილებით რუსეთში მალფუჭებადი პროდუქცია გააქვთ

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. სოფელ მლეთასთან, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი — ზემო ლარსთან“, 700-მდე სატვირთო მანქანა თავის რიგს ელოდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მძღოლების თქმით, მათ სატვირთო ავტომობილებით რუსეთში მალფუჭებადი პროდუქცია გააქვთ, ამიტომ საცობში დიდი ხნით დგომამ, შესაძლოა, ტვირთის გაფუჭება გამოიწვიოს. მათთვის უცნობია, როდის შეძლებენ ისინი საზღვრის გადაკვეთას.

საცობები ზემო ლარსზე - Sputnik საქართველო
მშიერ-მწყურვალი: ტრაილერების მძღოლები თავის რიგს ლარსთან მესამე დღეა ელოდებიან

შემოსავლების სამსახურში განმარტეს, რომ ტურისტულ სეზონზე რუსული მხარე პრიორიტეტს ტურისტებისა და მსუბუქი ავტომობილების გატარებას ანიჭებს, ხოლო თუკი დღე-ღამის განმავლობაში სულ მცირე 400 ტრაილერი მაინც არ გავიდა, ეს რიგის წარმოქმნას იწვევს.

„180-ზე მეტ ტრაილერს არ ატარებენ, როცა 400 მაინც უნდა გავიდეს, რომ რიგი არ დადგეს. ძალიან ბევრი გაჩერებულია სომხეთის საზღვართან და იქ ელოდებიან რიგს, რომ გადმოვიდნენ“, – განაცხადეს  შემოსავლების სამსახურში.

ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა ზემო ლარსის ალტერნატივა დაასახელეს >>

თუმცა უწყება დამაიმედებელი პროგნოზებს აკეთებს იმის გამო, რომ წუხელ მთელი ღამის განმავლობაში საბაჟო შეუჩერებლად მუშაობდა და ატარებდა მსუბუქ მანქანებს.

„მოხერხდა დიდი რაოდენობით მსუბუქი მანქანების გატარება და შესაძლებელი გახდა ლიმიტის ცოტა გაზრდა და ღამის განმავლობაში გატარდა დაახლოებით 250 სატვირთო ავტომობილი, რამაც რიგი შეამცირა“, – განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

იმისათვის, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტში რიგი არ იყოს, მინიმუმ 400 სატვირთო მანქანა უნდა გატარდეს. როდესაც ტარდება 250 ან კიდევ უფრო ნაკლები ტრაილერი, ხდება დიდი რაოდენობით მანქანების დაგროვება.

საცობები ზემო ლარსზე - Sputnik საქართველო
„ცხელი აგვისტო“: რატომ გაჩნდა ზემო ლარსზე მრავალკილომეტრიანი საცობი

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი პატრულირებს, რომელიც გზებზე სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას აწესრიგებს.

„ყაზბეგი-ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი ერთადერთი სატრანზიტო სახმელეთო გამშვები პუნქტია რუსეთსა და საქართველოს შორის. ქვეყნები განიხილავენ დამატებით საბაჟო პუნქტების ამოქმედების საკითხს: განიხილება 2011 წელს ხელმოწერილი "საბაჟო ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ" შეთანხმების გამოყენების შესაძლებლობა.


ყველა ახალი ამბავი
0