ზუზუ ბეჟაშვილი: „მგონი, ახლა რომ გარდავიცვალო, უკვე აღარ ექნებათ რეაქცია“

© photo: Zuzu Bejashvili / FBზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი
ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი 2015 წლის ინტერვიუში საუბრობს ჭორზე, რომელიც მისი გარდაცვალების შესახებ სამი წლის წინ გავრცელდა.

 

ზუზუ ბეჟაშვილი: „მგონი, ახლა რომ გარდავიცვალო, უკვე აღარ ექნებათ რეაქცია“

„რანაირად ვიპოვო ეს საიტები, რომ გავგლიჯო შუაზე, ვინც გაავრცელა, ზუზუ ბეჟაშვილი იპოვეს საკუთარ სახლში მოკლულიო. მკვლელმა აღიარა და დაკავებულიაო. მგონი, ახლა რომ გარდავიცვალო, უკვე აღარ ექნებათ რეაქცია, იმიტომ რომ უკვე გადატანილი ვყავარ მათ“, - ამბობდა მაშინ ზუზუ ბეჟაშვილი.

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი გუშინ გვიან ღამით დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი მონაწილეობდა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები", ასევე ფილმებში: „გოგონა სლაიდიდან" და „ფარაჯანოვი".

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0