თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ოჯახი 15 აგვისტოს შემდეგ დაკარგულ მამაკაცს, ვლადიმერ ლეკიაშვილს ეძებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმერ (ლადო) ალექსის ძე ლეკიაშვილი 2018 წლის 15 აგვისტოს, 12:00 საათზე სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
ოჯახის წევრებმა მისი დაკარგვის შესახებ შსს-ს ვაკე-საბურთალოს განყოფილებას აცნობეს.
ამასთან, დაკარგული მამაკაცის ახლობლები მოქალაქეებს სთხოვენ, ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ნომრებზე: 577 47 11 63, 577 15 50 16.