საგარეო უწყება: თბილისის აეროპორტში ირანელი მგზავრების რელიგიური გრძნობები არ შეულახავთ

© Sputnik / STRINGERთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ირანელი ქალებისთვის ჰიჯაბის მოხდის თხოვნამ, საქართველოში ირანის საელჩოს პროტესტი გამოიწვია.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი ქმედება არ გამოვლენილა, განუცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს. 

ირანული სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, თბილისი-ისპაჰანის რეისის რამდენიმე მგზავრ ქალს თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ჰიჯაბის მოხდა სთხოვა, ამასთან დაკავშირებით თბილისში ირანის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ირანის მოქალაქეს საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისთვის 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

„მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ოფისმა ისპაჰანში გამოაქვეყნა ანგარიში და მას შემდეგ, რაც ანგარიშის ნამდვილობა დადასტურდა სატელეფონო საუბრისას საქართველოში ირანის ელჩსა და რეისის რიგ მგზავრებს შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და თბილისის აეროპორტის დაცვის პოლიციის მისამართით სერიოზული პროტესტი გამოთქვა", — განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბაჰრემ კაზემიმ.

მისი თქმით, ირანის საელჩო თბილისში სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობს.

„საკონსულოს საქმეთა გენერალურმა დეპარტამენტმა გამოხატა უკმაყოფილება თეირანში საქართველოს საელჩოს მისამართით, ირანის საელჩომ თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, ხოლო საქართველოს ელჩი თეირანში ინციდენტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს ", — განაცხადა კაზემიმ.

მისი თქმით, ირანის მხარემ ასევე მიმართა შესაბამის უწყებებს თხოვნით, რათ მომავალში ირანის მგზავრების მიმართ მათთვის მიუღებელ მოპყრობის შემთხვევები აღარ განმეორდეს.

„მიღებული ღონისძიებების შედეგად, იმედი გვაქვს, რომ თბილისის აეროპორტის დაცვის პოლიცია მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოიჩენს მუსულმანი ქალების პირადი ცხოვრების პატივისცემის კუთხით“, — დასასრულს აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ქართული მხარისთვის ირანის დიპლომატიური არხებით ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მიერ მგზავრთა გადამოწმების პროცედურების შესწავლა. პირველადი მონაცემებით და გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

უწყებაში განმარტეს, რომ  აღნიშნულის შესახებ ირანის მხარეს უკვე ეცნობა. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩთან დანიშნულია შეხვედრა, სადაც აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ.


ყველა ახალი ამბავი
0