NAEC - მა სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

© courtesy of National Assessment & Examinations Center of Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააპელაციო განაცხადები მიიღება 17 აგვისტოდან 23 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის შედეგი გამოქვეყნდა.

შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ საგამოცდო ბარათის ნომერი უნდა გაგზავნონ ნომერზე 93 333.

„დაინტერესებულ პირებს საერთო სამაგისტრო გამოცდის სააპელაციო განაცხადები მიიღება 17 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ, სააპელაციო განაცხადი მიიღება ელექტრონულად“ - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცდები - Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო: სიცხემ თავისი კორექტივები შეიტანა

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა გადაიფიქრა სააპელაციო განაცხადის შემოტანა და სურს გადმოგზავნილი სააპელაციო განაცხადის გაუქმება, აუცილებელია განაცხადი გააუქმოს წერილობითი განცხადების საფუძველზე სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე.

სააპელაციო განაცხადის გაუქმების თაობაზე განცხადება უნდა დაიწეროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ხოლო რაიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ის, ვინც გააუქმებს სააპელაციო განაცხადს სააპელაციო ვადებში, თანხა დაუბრუნდება უკან.

 

ყველა ახალი ამბავი
0