ეროვნული გამოცდების შედეგები ორი ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა

© courtesy of National Assessment & Examinations Center of Georgiaაბიტურიენტები რეგისტრაციაზე
აბიტურიენტები რეგისტრაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააპელაციო განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები 2 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა, ნათქვამია ვებგვერდ edu.aris.ge-ზე განთავსებულ განცხადებაში.

სააპელაციო განაცხადების შედეგებს აბიტურიენტები მომავალ კვირას გაიგებენ. განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა.

საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
ცნობილია ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე აღნიშნავს, ყველაზე მეტი საჩივარი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებსა და ლიტერატურაშია. 

გეოგრაფიის საგანში აპელაცია 1%-ია, ანუ 100-ზე ოდნავ მეტი განაცხადია. ყველაზე ნაკლები განაცხადი ხელოვნებასა და ფრანგულშია. ფრანგულში შედეგები სულ სამმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის – 4,5 ათასზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის – 12,3 ათასზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის – 21 ათასამდე აპლიკანტი.

ყველა ახალი ამბავი
0