Adjara Fashion Week: ბათუმი მოდური ჩვენებისთვის ემზადება

გამოწერა
აჭარის მოდის კვირა 25-27 აგვისტოს, 19:00-დან 23:00 საათამდე გაიმართება პიაცაზე - ღია ცის ქვეშ, Palm Apartments-სა და სასტუმრო Castello De Mare-ში.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik.  ქართველი, ყაზახი და რუსი დიზაინერები და მოდების სახლების წარმომადგენლები ბათუმში შეიკრიბებიან Adjara Fashion Week-ზე, რომელიც 25-27 აგვისტოს გაიმართება.

აღნიშნულ ფეშენ-მოვლენაში მონაწილეობას მიიღებენ: დიზაინერები ტომა ლამანუკაევა, Mr.Uson Berdibay, ია გონიაძე, Anano, თეონა თავდგირიძე, თაკო ჭანუყვაძე, Tatana, Leman-ი, თამარ დავითნიძე, Salli De Mode, Lanano, Studio GM (Masxulia G), Manana Collection და მოდების სახლი „მარიონელა“. 

მაღალი მოდის ჩვენება ნიუ-დელიში 25-29 ივლისს გაიმართა - Sputnik საქართველო
ინდური მოდა მსოფლიოს იპყრობს: ფოტორეპორტაჟი ნიუ-დელიდან

გარდა ამისა, Adjara Fashion Week-ზე საკუთარ ნამუშევრებს ასევე  წარმოადგენენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

აჭარის მოდის კვირა 25-27 აგვისტოს, 19:00-დან 23:00 საათამდე გაიმართება პიაცაზე — ღია ცის ქვეშ, Palm Apartments-სა და სასტუმრო Castello De Mare-ში.

ჩვენების დეტალური პროგრამა გამოქვეყნებულია ღონისძიების ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

ბათუმში მოდების კვირეული პირველად 2015 წელს ჩატარდა.

პროექტ Adjara Fashion Week-ის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურული ტურიზმის განვითარებას აჭარაში, გააცნოს საზოგადოებას ახალგაზრდა დიზაინერები და დააკავშიროს ერთმანეთთან მოდისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0