ქართული რაგბი მონეტებზე აღიბეჭდება

გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტების შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებულები სამ-სამი ათას ლარს მიიღებენ

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნაზე ორი კონკურსი გამოაცხადა. მონეტები ეძღვნება ორ თემას — ქართულ რაგბისა და ეროვნული ბანკის დაარსების 100 წლის იუბილეს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა, რომელიც იაპონიაში 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვა

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, გამოეხმაუროს ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას და რაგბის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვას", — ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

კონკურსზე თავისი ნამუშევრის წარდგენა ნებისმიერ მსურველს — ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია. კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევენ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებს. თითოეულ მონაწილეს ორი საკონკურსო დიზაინის წარდგენა შეუძლია.

პირობების თანახმად, რაგბისადმი მიძღვნილი მონეტა უნდა იყოს ვერცხლის, 33 მმ დიამეტრის, გლუვი წიბოთი, მრგვალი (დასაშვებია ოვალურიც) ფორმისა, სასურველია ფერადი დეტალის შეტანა. შეფასების კრიტერიუმებს შორისაა იდეა, კომპოზიციური გადაწყვეტილება და შესრულების დონე.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალურად იხილეთ აქ.

საქართველოს და კანადისრაგბის  ნაკრებების მატჩი - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში „ფრანგი ბარბაროსები“ დაამარცხა

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მონეტის ესკიზის შექმნას, დეტალური ინფორმაციის მიღება მონაწილეობის პირობების შესახებ შესაძლებელია აქ.

ორივე კონკურსის გამარჯვებულები დედლაინიდან არა უგვიანეს ერთ თვეში გამოცხადდებიან. ისინი მიიღებენ 3-3 ათასი ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

ეროვნული ბანკი განაცხადებს 2018 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით მიირებს მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქუჩა 2.

საქართველოს ეროვნული ბანკი 1919 წელს დაარსდა, ხოლო 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფუნქციონირება დაიწყო, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური