აუდიტის სამსახურს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შენიშვნები აქვს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ დანამატების შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რის საფუძველზე გაიცა ის

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსური აუდიტით ირკვევა, რომ 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელფასებსა და მომსახურებაზე 13 მლნ-მდე ლარი დაიხარჯა და ამასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
კომპეტენციის ილუზია: სად იმუშავებს საქართველოს ახალი პრეზიდენტი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დანამატებისა და პრემიის სახით გასულ წელს 2 მილიონამდე ლარი გაიცა. აუდიტის სამსახურს რეკომენდაციები და შენიშვნები აქვს ახალ წელს ჩატარებულ ღონისძიებაზე, რაშიც ადმინისტრაციამ ნახევარ მილიონ ლარამდე დახარჯა და ღონისძიება მხოლოდ ერთ კომპანიას შეუკვეთა.

2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურების ხარჯების შესახებ ინფორმაციას ფინანსური აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ:

  • დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა — 140 ადამიანი
  • ფაქტობრივად დასაქმებულთა რიცხოვნობა — 120 ადამიანი
  • თანამდებობრივი სარგო 2,649,852 ლარი
  • დანამატი 1,067,922 ლარი
  • პრემია 904,671 ლარი
  • სულ 4,622,445 ლარი

აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ დანამატების შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რის საფუძველზე გაიცა ის.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის წინასწარ დანიშნულია ყოველთვიური დანამატები, რაც, თავის შინაარსიდან გამომდინარე, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებდა, ვიდრე დანამატის", — ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

დანამატების გაცემას მთელი წლის განმავლობაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა და აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ ეს ხარჯი დასაბუთებული უნდა იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0