ვინ წარადგენს საქართველოს ბათუმში მუსიკალურ კონკურსზე

გამოწერა
ორგანიზატორების ვარაუდით, კონკურსი „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ გახდება ყოველწლიური და საქართველოს გარდა, მის ფარგლებს გარეთაც ჩატარდება

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ბათუმში საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ საქართველოს მომღერალი სალი მირიანაშვილი წარადგენს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

30 წლის მომღერალს ქართულ მუსიკალურ შოუებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს — 16 წლის ასაკში ის თავის პირველ სატელევიზიო პროექტში მოხვდა. მირინაშვილი გამოსულა „ჯეოსტარში“, „ნიჭიერში“, „ნუცას სკოლაში“, „Х-ფაქტორში“, Voice-ში და სხვ.

აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი: საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ტარდება >>

„ჩემთვის პროექტი „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ — ეს საკუთარი თავის და პოტენციალის წარმოჩენის დიდი შესაძლებლობაა. შეიძლება ეს ძალიან თავდაჯერებულად ჟღერს, მაგრამ საერთოდ არ მეშინია და არ ვღელავ, ჩემს თავში 100%-ით ვარ დარწმუნებული. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა შემთავაზეს“, — უამბო მირიანაშვილმა „Sputnik-საქართველოს“ ინტერვიუში.

ამჟამად სალი ცხოვრობს და მოღვაწეობს ბათუმში. თავის პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. ცნობილია, რომ მას ჰყავს ორი ქალიშვილი — ხუთი და ექვსი წლის.

მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანელი, თურქეთი, რუსეთი, უზბეკეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, საბერძნეთი და აბრეშუმის გზის სხვა ქვეყნები. თითოეული ქვეყანა წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ შემსრულებლით, არამედ ჟიურის წევრით, რომლებიც გამარჯვებულს განსაზღვრავს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველო“ კონკურსის საინფორმაციო პარტნიორია. 


ყველა ახალი ამბავი
0