რამდენს აიწონის პირველი კლასის სახელმძღვანელოები

CC0 / Pixabay / წიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო
მშობლებს განსაკუთრებით პირველკლასელების სახელმძღვანელოების წონა აინტერესებთ

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. პირველი კლასის მოსწავლის წიგნები ერთ კილოგრამზე მეტი აღარ იქნება, განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ.

„ჩვენ სახელმძღვანელოების დაყოფისა და ქაღალდის წონის შემცირების მეშვეობით შევძელით, რომ პირველი კლასის მოსწავლეს არ მოუწევს ერთ კილოგრამზე მეტი ტვირთის ტარება“, – განუცხადა  თემურ მურღულიამ ტელეკომპანია პირველ არხს.

სკოლა სოფელ ქანდაში - Sputnik საქართველო
ვინ უზრუნველყოფს მოსწავლეების ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან

მისივე თქმით,  პირველკლასელების სახელმძღვანელოების წონა მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. 

წელს სულ 3 მილიონ 800 ათასი სახელმძღვანელო უნდა დაიბეჭდოს, პირველ ეტაპზე 2 მლნ 400 ათასი იბეჭდება.

რაც შეეხება წიგნების გრიფირებას, მურღულიას თქმით,  გრიფის მინიჭების მოთხოვნით, უწყებაში 112 განაცხადი შევიდა, მათგან გრიფირება წარმატებით ამ ეტაპზე 64-მა გაიარა.

„პროცესი გრძელდება და კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს შესახებ გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მივიღებთ. შერჩევის პროცესი ორ ეტაპად ჩატარდა – რეცენზირება და გრიფირების კომისიის შეფასება. წინა სახელმძღვანელოებთან შედარებით, ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შოკისმომგვრელი მონაცემები – როგორ იქცევიან მოსწავლეები >>

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარე კვირაში  დასრულდება. 

გრიფირებულ სახელმძღვანელოებს საქართველოში არსებულ ექვს სტამბაში ბეჭდავენ და თუმცა, სახელმძღვანელოების დაბეჭდვა შეუძლია ყველა სტამბას, რომელიც უწყების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

თემურ მურღულიას თქმით 17 სექტემბრისთვის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილი იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური