მომღერალი ვალერი მელაძე სოფო ხალვაშის საღამოზე ბათუმში იმღერებს

© photo: Sputnik / Viktor Tolochko / გადასვლა მედიაბანკშივალერი მელაძე
ვალერი მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფო ხალვაში მაყურებელს თავის საუკეთესო ჰიტებსა და ახალ კომპოზიციებს შესთავაზებს.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე ქართველი შემსრულებლისა და ტელეწამყვანის სოფო ხალვაშის მუსიკალური საღამოს სპეციალური სტუმარი გახდება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

საქართველოში ადრიანო ჩელენტანოს ელოდებიან >>

კონცერტი ბათუმის კლუბ New Soho-ში შაბათს, 18 აგვისტოს ჩატარდება.

ნინო ბოსიკაშვილი - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრატორი თავის ნამუშევრებს თბილისში წარმოადგენს

სოფო ხალვაში თვის ბრენდთან ერთად წარდგება. მომღერალი მაყურებელს თავის საუკეთესო ჰიტებსა და ახალ კომპოზიციებს შესთავაზებს.

სოფო ხალვაში 1986 წელს ბათუმში დაიბადა. იქვე დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი (ფორტეპიანოსა და ჰობოის კლასით). ცხოვრობს ბათუმში, სადაც კონცერტებს მართავს და ადგილობრივ ტელევიზიაში წამყვანად მუშაობს.

ხალვაში მრავალი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის არის გამარჯვება „ნუცას სკოლა — 2004“-ში, მესამე ადგილი „ახალი ტალღა — 2006“ იურმალაში, რომლის შედეგად გააფორმა კონტრაქტი იგორ კრუტოის კომპანიასთან „არსი“ და სამშობლოში ტრიუმფით დაბრუნდა. 

2007 წელს სოფომ სიმღერის კონკურს „ევროვიზია-2007“-ზე საქართველო სიმღერით Visionary Dream წარადგინა. ეს საქართველოს დებიუტი იყო პრესტიჟულ კონკურსზე. მაშინ ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიკავა, მაქსიმალური ქულა მას მხოლოდ ერთმა ქვეყანამ — ლიეტუვამ დაუწერა.


ყველა ახალი ამბავი
0