ერთი კაცის გაშენებული ტყე ინდოეთში, ანუ როცა ქართველები ბუნებას ვჩეხთ

გამოწერა

ინდოეთის ქალაქ ჯორჰატში ერთი კაცი ცხოვრობს, ჯადავ პაიენგი, მეტსახელად მოლაი, რომელმაც საკუთარი ხელით, მარტომ გააშენა ტყე 500 ჰექტარ მიწაზე. 

ჯადავი 16 წლის იყო, როდესაც ხეების დარგვა დაიწყო და დღემდე განაგრძობს ამ საქმეს.

მოლაის ტყეში რამდენიმე ათეული ათასი ხე ხარობს, კუკუბხუს, ჯუჯა ბომბაქსის, ცეცხლოვანი ხისა და ბამბუკის ჩათვლით. გარდა ამისა, ტყეში ცხოვრობენ ბენგალური ვეფხვები, ინდური მარტორქები, ასზე მეტი სპილო, კურდღლები, მაიმუნები და ფრინველები.

საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჯადავ პაიენგი არანაირ მატერიალურ მოგებას არ ნახულობს ამ საქმიანობიდან. ის ჩვეულებრივ ქოხში ცხოვრობს თავის ტყეში, ცოლთან და სამ შვილთან ერთად. ოჯახი ძროხებსა და კამეჩებს უვლის და მათი რძის გაყიდვით ირჩენს თავს. 

მოლაის საქმიანობის თაობაზე ქვეყნის ხელისუფლებამ 2008 წელს შეიტყო, როდესაც 115 სპილოსგან შემდგარ ჯოგს ეძებდნენ და შემთხვევით წააწყდნენ ერთი კაცის მიერ გაშენებულ მშვენიერ ტყეს. 

დღეისათვის მოლაი რამდენიმე ეკოლოგიური ჯილდოს მფლობელია. 2015 წელს მას ინდოეთში ღირსებით მეოთხე რანგის სამოქალაქო ორდენი „პადმა შრი“ მიენიჭა. 

ახლა ჯადავ პაიენგს ახალი ამოცანა აქვს დასახული — გააშენოს ტყე სხვა გაუდაბნოებულ ადგილას. 

ყველა ახალი ამბავი
0