ინციდენტი საბავშვო ბაღში - შსს-მ საქმე აღძრა

© photo: Sputnik / Stringerპატარა ბიჭი საბავშვო ბაღში
პატარა ბიჭი საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმზრდელი, რომელიც უხეშად ექცეოდა 8 თვის ბავშვს საბავშვო ბაღში, გაათავისუფლეს და მის წინააღმდეგ სისხლის საქმე აღიძრა

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. თბილისის კერძო საბავშვო ბაღ „პირველ ნაბიჯში“ ბავშვთან უხეში მოპყრობის გამო აღმზრდელის წინააღმდეგ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება Новости-Грузия სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

დარღვევები ქვემო ქართლისა და ახმეტის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში: ომბუდსმენის მონიტორინგი >>

სამშაბათს სოციალურ ქსელ Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა საბავშვო ბაღის ვიდეოდაკვირვების კამერების ჩანაწერი, რომელზეც ჩანს, როგორ იქცევა აღმზრდელი. მოგვიანებით ეს ვიდეო უამრავი კომენტარით გააუქმეს, მაგრამ მისი ჩვენება მედია-საშუალებებმა მაინც მოასწრეს.

„ქვედა ეკრანზე თქვენ ხედავთ ჩემს დისშვილს, რომელიც არის 8 თვის… მივიყვანეთ ბაგა ბაღში გამოუვალი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, რომელიც მდებარეობს თბილისში, დიდ დიღომში. ელენიკოს ექცევა „აღმზრდელი" უკანასკნელად, ბავშვს იმხელაზე გადააგდებინა თავი უკან, ლამის კისერში გადატეხა. რა უნდა დაგიშავოს 8 თვის ბავშვმა, გამაგებინეთ, რომ ასე მოექცეს „ადამიანი”, — წერს პოსტის ავტორი Facebook-ში.

სასადილო - Sputnik საქართველო
ანტისანიტარიის გამო ექვს სკოლაში ბუფეტები დახურეს

ტელეარხ Palitranews-ის მონაცემებით, ინციდენტი 8 აგვისტოს მოხდა. კადრებზე აღბეჭდილი აღმზრდელი უკვე დაითხოვეს. საბავშვო ბაღში მან სუკ სამი დღე იმუშავა. ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ქალი სამსახურში კადრების უკმარისობის გამო აიყვანეს და ის დაკვირვების ქვეშ იყო.

რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, ბაღის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბავშვის მშობლებს ის თავად გადასცეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ), რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


ყველა ახალი ამბავი
0