გენუაში ხიდის ჩამონგრევა: საქართველოს საელჩო იტალიაში განცხადებას ავრცელებს

© photo: AFP 2020 / Andrea Leoniჩამონგრეული ხიდი გენუაში
ჩამონგრეული ხიდი გენუაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საელჩოში გენუაში საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. იტალიის ქალაქ გენუაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები ამ ეტაპზე არ არიან, იუწყება საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში. 

შტორმის შედეგად, ქალაქ გენუაში ავტოსაგზაო ხიდი 14 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 სთ-ზე ჩაინგრა. ადგილობრივი დროით 15:30 სთ-ის მონაცემებით, გარდაცვლილია 20, დაშავებულია 13 ადამიანი.

ხიდის ნგრევა გენუაში - Sputnik საქართველო
„ეპოქალური მასშტაბის“ კატასტროფა: გენუაში ხიდის ჩანგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

„იტალიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (Sala crisi) ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა და ცნობას დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ ფლობენ“, — აღნიშნულია იტალიაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე. 

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +39 333 887912.

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. დამხმარე ბრიგადები გენუაში ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ. 

საელჩო ასევე იუწყება, რომ დღეს საღამოს გენუაში გაემგზავრება იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

 

ყველა ახალი ამბავი
0